ახალი რეგულაციები უნგრეთში წამსვლელთათვის

უნგრეთში  საქართველოს საელჩოს ინფორმაცია  საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ.

1.საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც   სრული ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული და დასტურად ამისა, ხელთ აქვთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ვაქცინაციის ბარათი (ე.წ. „COVID 19 ბარათი“) შეუძლიათ უნგრეთში შემოსვლა  შეზღუდვების გარეშე.

მათი თანმხლები არასრულწლოვანი(18 წლამდე ასაკის) პირები სარგებლობენ იგივე უფლებით.

2. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია, მაგრამ გადატანილი აქვთ COVID 19 ინფექცია უნგრეთში შემოსვლამდე 6 თვის განმავლობაში და ამის დასტურად ხელზე აქვთ ოფიციალური ცნობა (ინგლისურ ან უნგრულ ენაზე) – შეუძლიათ უნგრეთში შემოსვლა  შეზღუდვების გარეშე.

მათი თანმხლები არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) პირები სარგებლობენ იგივე უფლებით.

3. საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომელთაც არ აქვთ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი ბარათი ან ცნობა უნგრეთში შემოსვლამდე 6 თვის განმავლობაში COVID 19 ინფექციის გადატანის შესახებ, ვრცელდება უნგრეთში შემოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.

  • ქვეყანაში შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ უნგრული ბინადრობის მოწმობის ან D კატეგორიის ვიზის მფლობელთათვის ან მათთვის, ვინც ექცევა გამონაკლისი შემთხვევების კატეგორიაში;.
  • თუ თქვენ გამონაკლისი შემთხვევების კატეგორიაში ექცევით, უნგრეთში შემოსასვლელად აუცილებელია უნგრეთის პოლიციის ნებართვის მოპოვება – დეტალები იხ. ბმულზე: http://www.police.hu/…/information-on-general-rules-of…
  • პირები, რომლებიც არ ფლობენ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელ ბარათს ან უნგრეთში შემოსვლამდე 6 თვის განმავლობაში COVID 19 ინფექციის გადატანის შესახებ ოფიციალურ ცნობას, ქვეყანაში შემოსვლისას დაექვემდებარებიან სამედიცინო შემოწმებას.

COVID 19 საეჭვო სიმპტომების გამოვლენისას პირი არ დაიშვება ქვეყანაში;

  • COVID 19 საეჭვო სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაში, პირი დაექვემდებარება სავალდებულო 10 დღიან სახლის კარანტინს – ქვეყანაში შემოსვლისას საზღვარზე შეავსებს საგანგებო ფორმას, სადაც უნდა მიუთითოს უნგრეთში საცხოვრებელი მისამართი, სადაც პოლიცია ნებისმიერ დროს შეძლებს მის შემოწმებას.
  1. საქართველოში გაკეთებული PCR ტესტი უნგრეთში შემოსასვლელად არ გამოგადგებათ.

ყურადღება! აღნიშნული ეხება მხოლოდ უნგრეთში შემოსვლას და არა ტრანზიტად გამოყენებულ ქვეყანას – საქართველოდან უნგრეთში ტრანზიტით მგზავრობისას, გთხოვთ იხელმძღვანელოთ სატრანზიტო ქვეყნის რეგულაციებით.

10 დღიანი სავალდებულო სახლის კარანტინის ვადის შესამცირებლად, უნგრეთშივე უნდა გაიკეთოთ 2 PCR ტესტი 48 საათის ინტერვალით, საკუთარი ხარჯებით (თითოეული ტესტის ღირებულება შეადგენს 19 500 Ft), რის შემდეგაც, ეპიდსამსახურმა, ორივე ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, უნდა მოხსნას ოფიციალურად კარანტინის ვალდებულება.

უნგრეთი  პირველ PCR ტესტს აღიარებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გაკეთებულია შენგენის წევრ ქვეყანაში, ხორვატიის რესპუბლიკაში, აშშ-სა და კანადაში. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა მეორე PCR ტესტის  უნგრეთში გაკეთება, შემოსვლიდან 48 საათის შემდეგ.

იმის გათვალისწინებით, რომ რეგულაციები მუდმივად იცვლება, განახლებული  დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ უნგრეთის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.police.hu/…/information-on-general-rules-of…“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები