საქართველოს საელჩო იტალიაში მილანში მცხოვრები ემიგრანტებისათვის გასვლით მიღებას გამართავს

OLYMPUS DIGITAL CAMERA
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებს რომში ჩამოსვლას მიმდინარე წლის 31 მაისს საკონსულოს წარმომადგენლები გეგმავენ, ერთი დღით ეწვიონ ქ. მილანს, სადაც საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს, ასევე ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას საკონსულო და სხვა სამართლებრივ საკითხებზე.
კონსულის ვიზიტი ამჯერად უკავშირდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მ/წლის 24 მაისი- 7 ივნისის პერიოდში დაგეგმილ აქციას.
აქციის პირობები შემდეგია:
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი − უფასოდ. საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, დიასპორის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, სპეციალური აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი − ნახევარ ფასად.
ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე:
  • რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
  • რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა;
  • რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს.
  • პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს მოქალაქე:
  • რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
  • რომელიც ფლობს პირადობის ძველ, ლამინირებულ დოკუმენტს;
  • რომლის ელექტრონული პირადობის მოწმობა ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა.
მოქალაქეთა საკონსულო მიღება იწარმოებს ქ. მილანი, მისამართი: Via Adolfo Consolini 3, 20151, Milano, Italy
ორშაბათს, 31 მაისს 15:00 – 18:00 საათი.
საკონსულო მოქმედებებისა და ტარიფების შესახებ ინფორმაციას შეიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები