,,ეს პროექტი გააერთიანებს ემიგრანტ ხელოვანებს“… – ქართველი მხატვრის 20 წლიანი ბერძნული ისტორია

ვიდეობლოგის სტუმარი საბერძნეთში მცხოვრები მხატვარი ვაჟა ბიბილაშვილია. ის თავის 20 წლიან ბერძნულ ისტორიაზე გვიყვება და საკუთარ შემოქმედებას ახლოს გვაცნობს.

პროფესიით მხატვარ-მულტიპლიკატორია. ხატვა პატარაობიდან იტაცებდა, მრავალი წელია ამ საქმეს ემსახურება. ვაჟა ბიბილაშვილი დედის ისტორიულ სამშობლოში 20 წელია ცხოვრობს. ემიგრაციის რთულ გზაზე, ნოსტაგიის დაძლევაში საყვარელი საქმე და ნახატებში გაცოცხლებული საქართველო ეხმარება.

თესალონიკში მცხოვრებ მხატვარს ერთი ოცნება აქვს, დროულად დაუბრუნდეს სამშობლოს და საკუთარი სტუდია გახსნას, სადაც მომავალ თაობებს გაზრდის.

,,სანამ ემიგრაციაში ვარ, მინდა ჩემი წილი აგური მეც დავდო ქვეყნის შენებაში… ამ საქმეს მაშინაც გავაგრძელებ, როდესაც შინ დავბრუნდები“ – ამბობს ხელოვანი ვიდეობლოგში.

საბერძნეთში ნახატების გამოფენა ერთხელ უკვე ჰქონდა. რა გეგმები აქვს სამომავლოდ და როგორ დაუკავშირებს მათ საქართველოს – ნახეთ ,,ემიგრანტული ამბები“.  

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები