პეკინში ქართველი მოქანდაკის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

2021 წლის 22 მაისს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პეკინის ისტორიულ უბანში, გაიმართა ჩინეთში წლების განმავლობაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკის, ალექსანდრე გელაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
გახსნის ცერემონიაზე ელჩმა, არჩილ კალანდიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, სადაც ისაუბრა ქართველი ხელოვანის შემოქმედებაზე და საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები