ქუჩის ხელოვნების გერმანელი წარმომადგენლები საქართველოში

2019 წლიდან ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ახალგაზრდა ხელოვანებს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შენობათა ფასადების გალამაზების შესაძლებლობას აძლევს. ამ ფესტივალში აქტიურად მონაწილეობდნენ გერმანელი ხელოვანებიც.

„დაწყების დღიდან გერმანიის საელჩო ხელს უწყობს ფესტივალს, რის შედეგადაც დღემდე ხუთი გერმანელი ხელოვანი იყო საქართველოში ჩამოსული. აღფრთოვანებული ვართ ამხელა ფართობებზე შექმნილი ხელოვნებით და მოუთმენლად ველით შემდგომ ფასადს“ – ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს კულტურის განყოფილების თანამშრომლებმა ფესტივალის ხელმძღვანელთან, სანდრო კვანტალიანთან ერთად დაათვალიერეს ვარკეთილში სამი შენობის ფასადებზე შესრულებული ნამუშევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები