ქართველი მეღვინეებისათვის ონლაინსემინარი – “გერმანიის ღვინის ბაზარი“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართველი მწარმოებლებისთვის ონლაინ სემინარი „გერმანიის ღვინის ბაზარი“ გაიმართა.

სემინარს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations” ექსპერტები უძღვებოდნენ. მასში მონაწილეობა 40-მდე ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო.

ღვინის მწარმოებლები გაეცნენ გერმანიის ღვინის ბაზრის სტრუქტურას, გერმანიის მსხვილ იმპორტიორებს, ბიზნესპარტნიორთა მოძიების მეთოდებს, მომხმარებლის პრიორიტეტებს, განიხილეს და შეაფასეს წარმოების ძლიერი და სუსტი მხარეები, საექსპორტო პოტენციალი და ბარიერები.

სემინარზე განხილული საკითხები ქართული ღვინის მწარმოებლებს გერმანიის ბაზარზე ექსპორტის გაზრდასა და დამკვიდრებაში დაეხმარება.

გერმანული კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და „ff.k Public Relations”-ის ორგანიზებით, გერმანიაში გაძლიერდება ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა მედიაპლატფორმების გამოყენებით, დაგეგმილია ქართული ღვინის არაერთი დეგუსტაცია, ქართული ღვინოები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კონკურსში, დაგეგმილია ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოში.

გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. იგი ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა. გასულ წელს, საქართველოდან გერმანიაში 700 ათასამდე ღვინის ბოთლის ექსპორტი განხორციელდა (ზრდა 4%). ექსპორტი მზარდია 2021 წელსაც – 4 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 230 ათასი ბოთლი (ზრდა 1%).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები