ნუგზარ ტატალაშვილმა ყაზანის გრან სლემი მესამე ადგილით დაასრულა

ყაზანში მიმდინარე გრან სლემის მეორე დღეს ნუგზარ ტატალაშვილმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტატალაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა ფილიპინელი, აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები, მეოთხედფინალში „ოქროს ქულით“ მოუგო რუმინელ მეტოქეს, ნახევარფინალში კი რუსეთის წარმომადგენელთან იპონით წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა განაგრძო.

ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ნუგზარ ტატალაშვილმა, გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუს ვადიმ შოკას „ოქროს ქულით“ მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა.

ერთი დღით ადრე ყაზანში  ჩემპიონი გახდა ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები