კუნძულ ტექსელზე ქართველი და ჰოლანდიელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს

4 მაისს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ნაკაშიძე, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე დოსითეოსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები კუნძულ ტექსელს ეწვივნენ ქართველი და ჰოლანდიელი მეომრების ხსოვნის პატივსაცემად.

ტექსელის ძმათა სასაფლაოზე მათ ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ქართველ და ჰოლანდიელ მებრძოლთა მემორიალი.

ომში გარდაცვლილ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს, ასევე, ქალაქ ტექსელის მერმა და მერიის წარმომადგენლებმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები