ქოუჩინგის სკოლა სამი წლისაა

ქოუჩინგის სკოლა 1-ელ მაისს 3 წლის გახდა. ეს თარიღი სკოლის დამფუძნებელს, ხათუნა მუზაშვილს შემთხვევით არ აურჩევია. 1-ელი მაისი მსოფლიოში სიცილის დღედ ითვლება და ხათუნა მუზაშვილის ტრენინგ ცენტრის არსებობის მანძილზეც ეს დღე ყოველთვის სიცილსა და პოზიტიურად აზროვნებას უკავშირდებოდა. წინა წლებში, სანამ ქოუჩინგის სკოლა დაარსდებოდა, სპეციალურად ამ დღისთვის ხათუნა მუზაშვილის ტრენინგ ცენტრი სხვადასხვა ღონისძიებას ატარებდა. ერთხელ სიცილის კარნავალი ჩაატარეს, რომელიც იმდენად მასშტაბური გამოვიდა, რომ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მომდევნო წელს სიცილისა და პოზიტიური აზროვნებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართეს, რომელსაც ქართველი ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, იუმორისტები და ზოგადად, საკითხით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.

უკვე მესამე წელია, რაც 1-ელ მაისს ქოუჩინგის სკოლის იუბილე აღინიშნება. სკოლა ამ თარიღს წელს განსაკუთრებულად შეხვდა. როგორც ხათუნა მუზაშვილი განმარტავს, ქოუჩინგის სკოლის საიუბილეო ახალი ნაკადი, რომელიც სასწავლებლად ახლა რეგისტრირდება, სპეციალურ საჩუქარს მიიღებს.

„რაც შეეხება საჩუქარს, ეს იქნება ყველასათვის ცნობილი ტელეწამყვანების მასტერკლასები – როგორ ვიპოზიციონიროთ კამერის წინ. როდესაც ჩვენ ქოუჩინგის სკოლა გავხსენით, ფეისბუქლაივები საერთოდ არ იყო ასეთი აქტიური. ახლა, პანდემიის პერიოდში ფეისბუქზე ლაივის ჩაწერა და ტრენინგების ონლაინ ჩატარება აუცილებელი პირობაა იმისა, რომ შენი საქმის კეთება შეძლო. თუ დღეს ონლაინ სივრცეში არ არსებობ, შენი კარიერა ვერ შედგება. ამიტომ, ახლა განსაკუთრებით გაჩნდა საჭიროება, ადამიანებმა იცოდნენ, როგორ პოზიციონირდნენ კამერის წინ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მუსიკის მაგალითზე განვიხილოთ –  თუ ადამიანს სმენა აქვს, ის აღიქვამს, რომ მელოდია უსუფთაოდაა დაკრული ან სიმღერა უსუფთაოდ ნამღერია. ზუსტად ასეთივე უსუფთაობის საშიშროება არსებობს კამერის წინ მუშაობის დროსაც. მათ, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია არ გააჩნია, შესაძლებელია, კამერის წინ სწორად ვერ აღიქვან საკუთარი თავი. საბოლოო ჯამში კი, ეს ფეისბუქნახვებზე აისახება. ნახვები და გაზიარებები,  უმეტესწილად წარმატების განმსაზღვრელია რადგან რაც მეტი ადამიანი გიყურებს, მით უფრო მეტ ადამიანს შეგიძლია მიაწვდინო ხმა და გაყიდო შენი პროდუქტი ან მომსახურება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი ნაკადისთვის ეს მასტერკლასი გვეჩუქებინა. ადამიანები, რომლებიც რამდენიმე 10 მაისს ქოუჩინგის სკოლაში დაიწყებენ სწავლას, ერთი ნაბიჯით წინ იქნებიან მათზე, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ კამერის წინ მუშაობა ძალიან სერიოზული საკითხია.“ – აღნიშნავს ხათუნა მუზაშვილი.

რაც შეეხება ქოუჩინგის სკოლის საიუბილეო გამოშვებას, თითოეული მათგანი ქოუჩად ჩამოყალიბდა და როგორც ვიცი, ამ მიმართულებით გააგრძელებს განვითარებას. ხათუნა მუზაშვილის თქმით, წელს სკოლა განსაკუთრებულად ძლიერმა ქოუჩებმა დაამთავრეს, რომელთა მიერ ჩატარებული სესიების გამო, სკოლამ და პირადად ხათუნა მუზაშვილმა, ძალიან ბევრი მადლობა მიიღო.


ქოუჩინგის სკოლა


ვინ არიან ისინი და რა მისცა მათ ქოუჩინგის სკოლამ?

სოფო შანშაშვილი

-ქოუჩინგის სკოლამ მომცა ის უნიკალური ცოდნა, რომლითაც მე ვეხმარები, პირველ რიგში, საკუთარ თავს და ასევე, მაქვს შესაძლებლობა, დავეხმარო სხვა ადამიანებს ჰარმონიული ცხოვრების მოწყობასა და საკუთარი თავის პოვნაში.

ეს სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახია და მას სასწავლო დაწესებულებად ვერ აღვიქვამ. ეს არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული სივრცე, სადაც ადამიანები იზრდებიან და ვითარდებიან. შერჩეულნი არიან ისეთი ლექტორები, რომლებიც თავს არ ზოგავენ, გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა. ამიტომ, ქოუჩინგის სკოლას რეკომენდაციას ვუწევ ყველასთან, ვისაც ახალი პროფესიის შესწავლა ან უბრალოდ, საკუთარი თავის შეცნობა და პიროვნული განვითარება უნდა.

ვერა კაპანაძე

-მე საკმაოდ დიდი ხანია ქალბატონ ხათუნას ვიცნობ. 5 წელია, რაც მის ტრენინგებში და პიროვნული განვითარების მიმართულებით, სხვდასხვა ღონისძიებაში ვარ ჩართული. ეს იყო ზოგადი ბექგრაუნდი, რაც ხათუნა მუზაშვილის ტრენინგ ცენტრმა მომცა და რამაც ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემს პიროვნულ განვითარებაზე. უშუალოდ სკოლის ფარგლებში იმდენად გავიზარდე, რომ ვფიქრობ, შემიძლია, როგორც ქოუჩმა, უკვე დამოუკიდებლად ვიმუშაო და სხვა ადამიანებს დავეხმარო თავიანთი ცხოვრების დალაგებაში.

გამოვყოფდი ქალბატონი ეთერ მაზანაშვილის ტრენინგს, რომელიც უშუალოდ ქოუჩინგს შეეხება. პროგრამა თემატურად ისეა აწყობილი, რომ ძალიან გაძლიერებს და ნამდვილად გაყალიბებს ქოუჩად. გაძლევს საჭირო ცოდნასა და უნარებს, რათა შედგე პროფესიონალად და კარიერაში პირველი ნაბიჯი გადადგა.

ნატალია ზაუტაშვილი

-ქოუჩინგის სკოლამ მომცა ძალიან დიდი ცოდნა და ადგილი, რომელიც ჩემი მეორე სახლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ რეჟიმში ვსწავლობდით, ამ ადამიანებისგან საოცარი მუხტი მოდიოდა. ქოუჩინგის სკოლის პროფესიონალთა გუნდი ყოველ წუთს მხარს გიჭერს და გაგრძნობინებს, თუ როგორ იცვლები. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი გაცნობიერების ეტაპი. ამას არა მხოლოდ ლექციის პროცესში ვგრძნობდი, არამედ ლექციის დასრულების შემდეგაც მიმყვებოდა. ვხვდებოდი, როგორ იცვლებოდა ჩემი დამოკიდებულებები.

ქოუჩინგის სკოლამ მასწავლა, როგორ ავიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ჩამოვყალიბდე, თუ რა მსურს ცხოვრებაში. ზოგადად, ჩემს სურვილებზე წვდომა ვისწავლე და რაც მთავარია ის, თუ როგორ მოვახდინო ამ სურვილების რეალიზება.

არ შემიძლია არ გამოვყო NLP ქოუჩინგის ტრენერი ზაზა ქოიავა. როცა ეს მოდული დავიწყეთ, ხათუნა მუზაშვილმა გვითხრა, ჩათვალეთ, თქვენი ცხოვრება ამოყირავდება და თავიდან დალაგდებაო. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მთელმა ქოუჩინგის სკოლამ ჩემთვის სწორედ ეს გააკეთა, რისთვისაც ამ ადამიანებს ყოველთვის უამრავ მადლობას გადავუხდი. ეს პროფესიონალები გაძლევენ ყველაფერს, რომ მიაღწიო იმას, რაც გსურს და გახდე შენი თავის გაუმჯობესებული ვერსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები