ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენში ტურნირის გამარჯვებული გახდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენში ATP 250 BMW Open – ის გამარჯვებული გახდა.

ტურნირის ფინალში ბასილაშვილი იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდა. სპორტსმენმა გერმანელს ორ სეტში მოუგო – 6:4, 7:6 (5). მატჩი ერთ საათსა და 28 წუთს გაგრძელდა.

BMW Open-ის გამარჯვებამ  ბასილაშვილს  250 სარეიტინგო ქულა მოუტანა.

მიუნხენში გამარჯვებამდე ბასილაშვილმა АТР-ს ოთხი ტიტული მოიგო: ორჯერ ჰამბურგში  (2018, 2019), პეკინში (2018) და დოჰაში (2021).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები