„ევროპულ სკოლას“ აშშ- ს საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი ესტუმრა

19 აპრილს, ამერიკული უმაღლესი სკოლის მოწვევით,  „ევროპულ სკოლას“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი ესტუმრა. საპატიო სტუმარი გაეცნო „ევროპული სკოლის“ აკადემიურ პროგრამებს, სკოლაში დანერგილ ინოვაციებს და დაათვალიერა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა.

„კრისტოფერ ანდერსონმა შეაფასა ამერიკული უმაღლესი სკოლის   მნიშვნელობა, რომელიც გზას უხსნის  ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს ამერიკული უმაღლესი განათლების  სისტემისკენ, გაეცნო  მოსწავლეთა  მიერ მიღებულ გამორჩეულ შედეგებსა და მიღწევებს, რისთვისაც ისინი  აშშ-ს პრეზიდენტის ჯილდოებით დაჯილდოვდნენ.

ვიმედოვნებთ, ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ამერიკული განათლების როლს „ევროპულ  სკოლაში“ და ხელს შეუწყობს ჩვენი მოსწავლეების წარმატებას,“ – ნათქვამია ევროპული სკოლის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები