ანა ონოფრიშვილმა ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკურ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს–სამსახურის ინფორმაციით, კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 სკოლის XII კლასის მოსწავლე ანა ონოფრიშვილმა ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკურ ოლიმპიადაზე (European Girls” Mathematical Olympiad, EGMO) ოქროს მედალი მოიპოვა.

2021 წელს მათემატიკურ ოლიმპიადას საქართველო მასპინძლობდა. იგი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. ოლიმპიადაში 54 ქვეყნის 213 გოგონა მონაწილეობდა. ოლიმპიადა 9–15 აპრილის პერიოდში ჩატარდა.

საქართველო ოლიმპიადაზე რვა გოგონასგან დაკომპლექტებული ორი გუნდით მონაწილეობდა და 15 ოქროს მედლიდან, ერთი ქართველ გოგონას ერგო.

ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა პირველად 2012 წელს კემბრიჯში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები