“ჟიგული” კორპუსის მეოთხე სართულზე –  ცნობილი ავტომობილის უცნობი ისტორია 

ალბათ ბევრს გეცნოთ ეს ფოტო, საკმაოდ ცნობილი და ხშირად თვალწინ გაელვებული სქროლვის დროს…

მაგრამ ბევრმა არ იცის ამ ფოტოს რეალური ისტორია.

ეს მოხდა საქართველოსთვის შავბნელ 90-იან წლებში…

როდესაც 20 წელზე მეტ ხანს, თბილისის ერთ-ერთი კვარტლის საცხოვრებელი კორპუსის IV სართულის აივანზე იდგა «Жигули». ამ “მოვლენის” უკან საკმაოდ ემოციური ისტორია იმალება.

1991 წელს თბილისის მკვიდრმა რეზო ენუქიძემ ახალთ-ახალი ავტომობილი “ვაზ-2106”, შეიძინა, რომელზეც ოცნებობდა მთელი თავისი სიცოცხლე, მაგრამ მანქანით თბილისის ქუჩებში გასეირნება ვერ შეძლო…

პირველივე ღამეს დაუდგენელმა ბოროტმოქმედებმა მანქანა გაძარცვეს: მოხსნეს საბურავები, სარკეები… მოკლედ რაზეც ხელი მიუწვდათ ყველაფერი გამოშიგნეს…

ავტომობილის მფლობელი იმდენად გაბრაზდა, რომ მოიყვანა ამწე და მანქანა თავისივე ბინის აივანზე განათავსა.
მეზობლებს კი განუცხადა: “მანქანა დარჩება აქ უკეთეს პერიოდამდე!”

როგორც ჩანს, ავტომობილი იმდენად ძვირფასი იყო მეპატრონესთვის, რომ მან უკეთესი დრო ვერ დაინახა მანქანის მიწაზე დასაბრუნებლად.

იგი სათუთად ინახავდა და უვლიდა ავტომობილს თავის აივანზე, რეგულარულად რეცხავდა და ასუფთავებდა. თუმცა, მანქანის აივანზე ყოფნის ხანგრძლივ პერიოდში მას ახალი ბორბლები არასდროს შეუძენია.

2018 წელს ლურჯი “ვაზ-2106” მიწაზე დაუშვეს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეზო ენუქიძე ამ პროცესს ვეღარ დაეწსრო…

და მითუმეტეს, რომ მისი ოცნება ასრულებულიყო – გაექროლა თბილისის ქუჩებში საკუთარი “ნოლ-შესტით”, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ინახავდა და უვლიდა.
რამოდენიმე ხნით ადრე ის გარდაიცვალა…

 

წყარო: ავტომოყვარული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები