ქართველი მოციგურავეები მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ 

დღეიდან შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში “გლობალ არენაზე” სტარტს ოფიციალურად აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც ამ სეზონის ყველაზე საპასუხისმგებლო სტარტი იქნება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მაძიებელი 50-მდე ქვეყნის 184 სპორტსმენისათვის.

ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ მათ  ქალთა, მამაკაცთა და სპორტულ წყვილებში მოასპარეზე ქართველი მოციგურავეები

პირველ სატურნირო დღეს (24 მარტი) ქალთა მოკლე პროგრამაში იასპარეზებს ალინა ურუშაძე, მისი კონკურენტები 32 ქვეყნიდან 39 სპორტსმენი იქნება. დღესვე წყვილების მოკლე პროგრამაში გამოვლენ ანასტასია მეტელკინა  და დანიილ პარკმანი, რომლებიც იასპარეზებენ მე-4 ნომრით 17 ქვეყნის 24 მოციგურავეს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები