“უთქმელი სილამაზის თვითმხილველი გავხდი, მინდა ეს ბედნიერება თქვენც გაგიზიაროთ…”

„თამამად შემიძლია გითხრათ, ისლანდია, გარდა მაღალი განვითარებისა და კულტურისა, სამოგზაუროდ ულევი შთაბეჭდილებისა და შეგრძნებების ქვეყანაა. ინაიდან ენით უთქმელი სილამაზის თვითმხილველი გავხდი, მინდა ეს ბედნიერება თქვენც გაგიზიაროთ,“ – წერს ისლანდიაში მცხოვრები ქართველი Tina Sun-ი და სოციალურ ქსელში მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს და თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს, რომელსაც ახლა თქვენც შემოგთავაზებთ.

„ყველაფერი სპონტანურად დაიგეგმა, როგორც ხშირად მჩვევია, სრულიად მოუმზადებელმა, ყოველგვარი საჭირო აღჭურვილობის გარეშე მთისკენ გავწიე.

მეტად რთული რელიეფის გზა იყო დასალაშქრი, ქარიანი, ხანაც ქარიშხლიანი, ხანაც ნისლი ჩამოწვებოდა ჩვენ ზურგზე და მოლოდინის ჟინს კიდევ უფრო ამძაფრებდა.

დაახლოებით 4 საათის მსვლელობის შემდეგ(ერთი მიმართულებით) იმ რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, დედამიწას პირი რომ დაეღო და  წითელ შადრევნებად რომ იღვრებოდა. ენით აუწერელი სილამაზით გამოწვეული  სიამოვნების და გაოცების  გამზიარებელი გავხდი. ამ ცეცხლმა სრულიად ტანში დამიარა, ვნებად ვიქეცი.

გვიან გავიაზრე, აღარც დატენილი ტელეფონი მაქვს და არც ფოტო აპარატი, კარგი ის არის, ამ ორიოდე ფოტომ თქვენამდე რომ მოაღწია.

უკან სვლა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. ჩამოღამებულზე გზაც აგვებნა, დაქანცულობისგან ბევრჯერაც წავიქეცი, ფეხებგადატყავებული იმ აზრით ვინუგეშებდი თავს, რომ მანქანაში ცივი ლუდი და საკვები მელოდა. 🙂 დაახლოებით 9 საათისა და 20 ზე მეტი კმ – ის მერე  “late dinner” ყოფილა ზეაღმატებულობა ყოველივე ზემოთ აღწერილისა,“ – წერს Tina Sun-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები