ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ „ფესვები“ არ უნახავს – დოდო აბაშიძის ბოლო ფილმი 

” „ფესვები“ დოდო აბაშიძის ბოლო ფილმია. გადაღებების დროს უკვე ცუდად იყო, მაღალი წნევა ჰქონდა. მახსოვს, პარიზში ყოფნისას მანქანაში რომ ჩაჯდა, ვერ დაძრა, შეეშინდა, ასეთ პირობებში ქალაქში ვერ გავალო. პარიზის ქუჩებში შვილიშვილებთან ერთად მანქანით რომ მიდის და თან მღერიან, ის ეპიზოდი უნდა გადაგვეღო. როგორც ჩანს, მაღალი წნევა ჰქონდა და უცხო ქალაქში მოძრაობას ვერ ბედავდა. ოპერატორს (აბიკო მაისურაძე) ერთი სომეხი ასისტენტი ჰყავდა. პატარა კაცი იყო. ვხედავ, მოვიდა დოდოსთან და ეუბნება: „დოდოჯან, სამშობლოზე ფილმს ვიღებთ და შენ რას შვები? რას აკეთებ? სირცხვილია, ახლავე ჩაჯექი მანქანაში, რისთვის წამოვედით ამდენი ხალხი პარიზში?!“ – თქვენ წარმოიდგინეთ, დოდომ დაუჯერა და ეს კადრი გადავიღეთ. წნევიანიატარებს მანქანას და ეს ფილმშიც ჩანს – სახე აწითლებული აქვს. გავიმეტეთ ჩვენი დოდოშკი…”

ფილმთან ერთი გულისმომკვლელი ამბავიც არის დაკავშირებული: „კინოს სახლში“ ფილმის პრემიერის დროს, როდესაც მისი გმირი – გიორგი კვდებოდა, პარალელურად, „ლეჩკომბინატში“ ზუსტად იმავე დიაგნოზით – სისხლის ჩაქცევით დოდო აბაშიძე იღუპებოდა… ეს მისი ბოლო როლი იყო. გაიგო, რომ ფილმის პრემიერამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ „ფესვები“ არ უნახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები