ქართული ლიტერატურის ფესტივალი ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის ონლაინფორმატში გაიმართება 

25-28 თებერვალს, მწერალთა სახლის ორგანიზებით, ქართული ლიტერატურის ფესტივალი ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის – Georgia’s Fantastic Tavern – Where Europe Meets Asia ონლაინფორმატში გაიმართვეა

ფესტივალის პარტნიორები არიან ბრიტანული ბიბლიოთეკა (British Library) და ამერიკული ონლაინ ლიტერატურული პლატფორმა – სიტყვები საზღვრებს გარეშე (Words Without Borders).

ლიტერატურული ფესტივალი 1921 წლის თებერვლის რუსული ოკუპაციიდან ერთი საუკუნის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად ტარდება.

დაგეგმილი 11 ღონისძიების ფარგლებში მწერლები ისაუბრებენ თავისუფლებაზე, სატირასა და იუმორზე, ქალებზე ხელოვნებაში, თანამედროვე მთარგმნელობით პროცესებზე, თბილისზე, კაცის კულტსა და მასკულინობაზე, პოლიფონიასა და ჯაზზე.

დისკუსიები გაიმართება ბრიტანეთის ბიბლიოთეკისა და მწერალთა სახლის მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ ვებგვერდზე (https://georgiasfantastictavern.com) და, ლაივსტრიმისსაშუალებით, გადაიცემა ბიბლიოთეკისა და მწერალთა სახლის სოციალურ ქსელებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები