ტოკუშიმას პრეფექტურის კაფეტერია ვიზიტორებს შქმერულს სთავაზობს

იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დღეს, საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრების მასპინძელი, ტოკუშიმას პრეფექტურის ადმინისტრაციის კაფეტერია ვიზიტორებს ადგილობრივი ინგრედიენტებით გაკეთებულ ქართული კერძს, შქმერულს სთავაზობს.

ამავე დროს, კაფეტერიის სტუმრებს ბუკლეტებისა და სხვა სარეკლამო მასალის საშუალებით საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება ეძლევათ.

აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივი მედიის მიერ ფართოდ გაშუქდა.

მარტში პრეფექტურის ადმინისტრაცია ქართული კერძების მომზადების სასწავლი ვიდეოების გამოქვეყნებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები