NASA-ს მარსმავლის მაკეტი საქართველოში დაჯდება 

18 თებერვალს მარსზე NASA-ს მარსმავალი დაჯდება იმ მიზნით, რომ აღმოაჩინოს, არის თუ არა სიცოცხლე მარზსე. ამ მნიშვნელოვან ექსპედიციაში – საქართველოს უნივერსიტეტი NASA-სპარტნიორია!

მარსმავალის ანალოგიური მოდელი მხოლოდ საქართველოში დამზადდება და საქართველოს უნივერისტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის მხარდაჭერით – ნამდვილი მარსმავალის დაჯდომის პროცესის პარალელურად – გაიმართება სპეციალური ღონისძიება, სადაც მოხდება მარსმავალის პრეზენტაცია, 1:1 მასშტაბით, ლაივ რეჟიმში, 18 თებერვალს, 23:30დან 01:00 საათამდე. ღონისძიებაში ჩართულ მონაწილეებს NASA-ს წარმომადგენელი მიმართავს.

ღონისძიების ტრანსლაციაში ჩართული იქნებიან NASA-ს წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, მთავრობის, საქართველოს უნივერისტეტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის და UG-ლიმესის წარმომადგენლები.

ამ ისტორიული ტრანსლაციის ნახვა შესაძლენელი იქნება საქართველოს უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე 18 თებერვალს, 23:30 საათზე.

მარსმავალი ავტომატური სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც დაშვების შემდეგ თავისით გადაადგილდება პლანეტა მარსის ზედაპირზე.

მარსმავალებს სტაციონარულ კოსმოსურ ხომალდებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა გააჩნიათ: იკვლევენ უფრო მეტ ტერიტორიას, შესაძლებელია მიმართულ იქნენ საინტერესო ობიექტისკენ, შესაძლებელია თავისით განთავსდნენ მზიან პოზიციაზე ზამთრის თვეებში და ასევე შესაძლებელია, ასე ძალიან დაშორებული რობოტული სატრანსპორტო საშუალების მუშაობის კონტროლი.

ისტორიის მანძილზე სულ ოთხი წარმატებული მარსმავალი არსებობს, რომელთაგან ყველა რობოტულად მოქმედებს. ნასას კოსმოსური მეცნიერებების რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია ახორციელებდა Mars Pathfinder-ის მისიას მავალ Sojourner-ით, ამჟამად კი მართავს Mars Exploration Rover-ის მისიას ორი მავალით Spirit-ით და Opportunity-თ, ასევე Mars Science Laboratory-ის Curiosity-ის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები