ქუთაისის საოჯახო ბაღში გადაღებული ისტორიული ფოტო

სურათი გადაღებულია ქუთაისის ერთ – ერთ საოჯახო ბაღში. ექიმ გოკიელის სახლის პირდაპირ, დღევანდელ წერეთლის ქუჩაზე – სასტუმრო “სევერნაიას” უკან. ფოტო ეკუთვნის ნიკოლოზ საღარაძეს, რომელმაც 7000 სურათი და 150 ნეგატივი უფასოდ გადასცა საქართველოს სსრ ცენტრალურ სახელმწიფო არქივს.

სურათზე სხედან: (მარცხნიდან მარჯვნივ) 1. ტიციან ტაბიძე, 2. გრიგოლ ვეშაპელი, 3. იროდიონ ევდოშვილი, 4. ვარლამ რუხაძე, 5. აკაკი წერეთელი, 6. დავით კლდიაშვილი, 7. ლადო დარჩიაშვილი, 8. იასონ ნიკოლაიშვილი, 9. ისიდორე კვიცარიძე.

დგანან: (მარცხნიდან მარჯვნივ) 1. გალაკტიონ ტაბიძე, 2. აკაკი სვანი, 3. ბ. გელაზანია, 4. ილია ბახტაძე, 5. ია ეკალაძე, 6. მიხაკო ჯანოევი (ნემო), 7. თეოფილე ხუსკივაძე, 8. კონსტანტინე გამსახურდია, 9. ჯაჯუ ჯორჯიკია, 10. დავით მებუკე (ცვარნამი), 11. ლელიკო ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები