ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნიდან 100 წელი გავიდა 

ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 8 თებერვალს, თბილისსა და ანკარას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს ჩაეყარა საფუძველი. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა მიმართვას ავრცელებს:

დღევანდელი დღე გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღი, საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში. 100 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, 1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ, გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ანკარაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩად დანიშნულმა სიმონ მდივანმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს, მუსტაფა ქემალ ათათურქს. ეს მოვლენა იმითაცაა გამორჩეული, რომ სწორედ საქართველოს წარმომადგენელი იყო პირველი უცხოელი ელჩი, რომელსაც წილად ხვდა ანკარის (ანგორის) მთავრობის მეთაურისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის პატივი.

და ბოლოს, გულწრფელად რომ გითხრათ, ძალზე მეამაყება, რომ ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნიდან 100 წლის თავზე, მაქვს პატივი, ვიყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი” – წერს გიორგი ჯანჯღავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები