საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა 

2021 წლის 4 თებერვალს  კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში  ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. კორეის მთავრობის მხრიდან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კან კუნგ-ვამ, ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან –  კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა.

კორეაში საქართველოს საელჩოს განცხადებით, აღნიშნული კიდევ ერთი დასტურია ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების გაღრმავების, რაც ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.