ქართული ღვინის კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება

2020 წელს საუკეთესოდ შეფასებულ ხუთ ღვინოს შორის გამორჩეული ადგილი ქართულმა ღვინომ დაიკავა. The Morning Claret-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა, ბესთსელერის „ქარვისფერი რევოლუცია“ ავტორმა საიმონ ვულფმა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ღვინის ერთ-ერთ საუკეთესო შემფასებლად ითვლება, 2020 წლის შემაჯამებელ სტატიაში მკითხველს ხუთი ღვინო გააცნო, საიდანაც ერთი ქართული ღვინო – 2016 წელს წარმოებული საფერავია.
“ოჯახური ტიპის მეღვინეობის “ბიომარანი”-ის საფერავი “ნამდვილი ვარსკვლავი” და სრულიად განსაკუთრებულია” – საიმონ ვულფი. გარდა ქართული ღვინისა, საიმონ ვულფის წლის შეფასება ესპანურმა, ფრანგულმა, სლოვაკურმა და იტალიურმა ღვინოებმა დაიმსახურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები