ემიგრანტი მხატვარი, რომელიც სასტიკი მკვლელობის შემდეგ გაიცნო სამშობლომ – როგორ ქმნიდა ერთ პატარა ოთახში შედევრებს და როგორ აღიარა ევროპამ

ქართველი მხატვარი, რომელსაც ევროპაში იცნობდნენ და აღიარებდნენ – თამარ მოდებაძე საბერძნეთისა და იტალიის­ გალერეებიდან ხშირად იღებდა შეკვეთებს. მისი ნამუშევრები გამოფენილია ევროპის მუზეუმებში. არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და მხატვრის გვარი უცხოურ კატალოგებშია შეტანილი.

ხელოვანის ორ ნამუშევარს: “მღელვარე ზღვა” და “ხუთი განზომილება” ხელოვნებათმცოდნეებმა განსაკუთრებული შეფასება მისცეს. ის არაერთხელ გამხდარა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო – მისი ნახატების მიხედვით პოეტმა ლექსები და თხზულებები დაწერა და ისინი გამოცემულია ალბომში “პოეტური ფიქრები”. პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმაც მისი ნახატი ,,ხუთი განზომილება” ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა. მოდებაძის ნამუშევარი “მისტიკური მზერა” ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია შეტანილი.

25 დეკემბერს ის 56 წლის გახდებოდა…

მალე თამარ მოდებაძის პერსონალური გამოფენა საქართველოში იგეგმება – მხატვარს ვიდეობლოგში ,,მედიატორი“ ნაპოლში არსებული ასოციაცია ,,ნინა და საქართველოს“ დამფუძნებელთან, ნინა ლაფაჩიძესთან ერთად ვიხსენებთ.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.