ისრაელის ქალაქ კირიათ ბიალიკში შოთა რუსთაველის ძეგლი გაიხსნა 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ავრცელებს და მადლობას უხდის ისრაელში მყოფ ქართველებსა და საქართველოდან გამოსულ ებრაელებს  ქართული თემის გაძლიერებისათვის. 

“ისრაელის ქალაქ კირიათ ბიალიკში, ქალაქის ცენტრში, სინაგოგასთან, არიელ შარონის სახელობის პარკში გავხსენით რუსთაველის ძეგლი. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ბატონი შოთა წვენიაშვილის მიმართ, რომელმაც დიდი ძალისხმევა ჩადო ამ საშვილიშვილო, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში!

ფაქტი, რომ შოთა რუსთაველი თავისი ქვეყნის საკუთარ მონასტერში მოღვაწეობდა იერუსალიმში, თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს ისრაელშიც. ამ საქმეში ჩვენი ერთგული ქართველი ებრაელების როლი და მხარდაჭერა დიდია!

როცა ისრაელში მოვდიოდი სამუშაოდ, ვიცოდი, რომ მარტო არ ვიქნებოდი, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ერთგული ქართველი ებრაელები ფესვმომაგრებულები არიან ისრაელის მიწაზე! მიყვარხართ!

თქვენ გვერდში უნდა დაუდგეთ ისრაელში მცხოვრებ და მყოფ ქართველებსაც! მათი დიდი თემი გააძლიეროთ. ამით ერთად გავაძლიერებთ ისრაელსაც და საქართველოსაც! ამ საქმეშიც მეიმედებით” – წერს ლაშა ჟვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები