მთიან აჭარაში ტურისტული მიზიდულობის ახალი და საინტერესო ადგილები იქმნება 

აჭარაში, ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტზე მუშაობა გრძელდება.  ხეობის ტურისტული ზონის განვითარების გეგმის მიხედვით, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ძირითადი ბილიკის მოწყობა ხაბელაშვილების სამასწლოვანი თაღოვანი ხიდიდან წისქვილების სოფლამდე იგეგმება. ტურისტული პროდუქტი, რომლის დაპროექტებაც ახლა მიმდინარეობს, მთიანაჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტული მიზიდულობის ადგილს შექმნის. ტურისტულ ზონაში ვიზიტორთა ცენტრი, გასართობი ატრაქციები, თავშესაფრები, ტურისტული ბილიკები და საფესტივალე სივრცე მოეწყობა. ხეობის ტურისტული პოტენციალის კვლევა და კონცეფცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა. პროექტის განხორციელებას კი   აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს.

ჭვანის ხეობა, ბათუმიდან 58 კილომეტრში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებითაა გამორჩეული. ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით. ამ მხრივ აღსაღნიშნავიხაბელაშვილების სამი საუკუნის ხის ხიდია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ძველი, ხის წიქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.