ავსტრიაში დიასპორული ორგანიზაცია  „ქართული ცენტრი ავსტრიაში“ დაარსდა

ახალი ქართული დიასპორული ორგანიზაციის მთავარი მიზანია, საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნებისა და ქართული ენის პოპულარიზაცია, ავსტრიაში მცხოვრები ქართველების ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე, საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავება. 

ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს ავსტრიაში არსებულ სხვა დიასპორულ ორგანიზაციებთან და მოაწყობს საქველმოქმედო საღამოებს.

“მის დამაარსებელ ჯგუფს მიგვაჩნია, რომ ბოლო წლების მანძილზე დავაგროვეთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, გვაქვს მაღალი მოტივაცია და ენთუზიაზმი, რათა შევქმნათ ახალი, იდეებითა და შესაძლებლობებით სავსე პლატფორმა, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ, შეისწავლოს ქართული ენა, მიიღოს მონაწილეობა ქართულ-ავსტრიულ ერთობლივ პროექტებში, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებში” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცენტრი ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებს ცენტრი სთავაზობს გერმანული ენის შემსწავლელ კურსებს. ქართულ ცენტრთან არსებული ქართული სკოლა “ივერიელი”კი  ავსტრიაში (და სლოვაკეთში) მცხოვრებ ბავშვებს შეასწავლის ქართული ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, საქართველოს გეოგრაფიას და რელიგიის ისტორიას.

ასევე, ბავშვებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მრავალფეროვან ქართულ სამზარეულოს. ქართულ ცენტრთან ფუნქციონირებს ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა, სადაც ქართულ წიგნებთან ერთად, ყველა ასაკის მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება  გერმანულენოვანი წიგნები საქართველოს შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.