„ცხინვალი 1920-ის” პრეზენტაცია დახურულ კინოჩვენებაზე შედგა

„ცხინვალი 1920“ დახურულ კინოჩვენებაზე ისტორიკოსებს, კონფლიქტოლოგებსა და დარგის ექსპერტებს გუშინ, 30 სექტემბერს, წარუდგინეს.

სასტუმრო „თბილისში მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი და  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

კინოჩვენების შემდეგ დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ გაეცვალათ მოსაზრებები როგორც ფილმის, ასევე, ზოგადად, ამ თემის გარეშემო – „ცხინვალი 1920-მა“ საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა მკვლევრების მხრიდან.

ფილმი ქართულ ენაზეა გადაღებული და ინგლისურენოვანი სუბტიტრები ერთვის, უახლოეს მომავალში კი მისი რუსულად გახმოვანებაც იგეგმება.   დახურული კინოჩვენების შემდეგ, “ცხინვალი 1920-ის” პრემიერა სატელევიზიო ეთერშიც გაიმართება და დოკუმენტური ფილმი ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის ონლაინსივრცეში ხელმისაწვდომი გახდება.

დოკუმენტური ფილმი, რომელზე მუშაობაც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ზუსტად 100 წლის წინ, 1920 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეხება.  რა მოხდა სინამდვილეში 1920 წელს, ვის და რატომ სურს ისტორიული ფაქტების გაყალბება, ბოლშევიკების მიერ მოწყობილი პროვოკაციის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ჩახშობის გენოციდად წარმოჩენა და საქართველოს იმიჯის დაზიანება – ფილმი ამ კითხვებს მხოლოდ რეალური ფაქტებით, დოკუმენტური მასალების გამოყენებითა და დადასტურებული ისტორიული მოვლენების ანალიზით პასუხობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები