საქართველოს პოლიციის ატაშე პოლონეთში მედლით დააჯილდოეს

2020 წლის 24 ივლისს, პოლონეთის პოლიციის დღის 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის, მარიუშ კამინსკის გადაწყვეტილებით, პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია პოლიციის წინაშე დამსახურებებისთვის ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

ჯილდო პოლკოვნიკს პოლიციის ეროვნულმა კომენდანტმა, გენერალ-ლეიტენანტმა, დოქტორმა, იაროსლავ შიმჩიკმა გადასცა. ღონისძიებაში  ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა,  ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები