“მსოფლიოს მერვე საოცრების” – “პალმა ჯუმეირას” ავტორი ქართველი ინჟინრის ისტორია 

ეს ერთ-ერთი ცნობილი ხედია მსოფლიოში –  ,,პალმა ჯუმეირა“.  პროექტის ავტორი და სულის ჩამდგმელი კი ქართველი ინჟინერი ოთარ ზალდასტანიშვილი გახლავთ.

ქართველი ემიგრანტი ძმების, გივი და ოთარ ზალდასტანიშვილების წარმატების ისტორია ამერიკაში 1947 წელს დაიწყო, სადაც დედასთან ერთად საფრანგეთიდან ჩავიდნენ. ოთარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ინჟინერი გახდა, გივი კი-ბიზნესმენი. ოთარ ზალდასტანიშვილი ავტორია უნიკალური პროექტის, რომელიც XXI საუკუნის ”მსოფლიოს მერვე საოცრებად” არის მიჩნეული. სპარსეთის ყურეში მდებარე ”პალმა ჯუმეირა” ხელოვნური კუნძულების კომპლექსია ზღვაში. ოთარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათასამდე ცნობილი ნაგებობის და პროექტის ავტორია, მათ შორისაა სასტუმრო Copley Place, ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტადიონი, მრავალსართულიანი შენობები ერაყში, ალჟირში, საუდის არაბეთში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. ოთარ ზალდასტანიშვილი სამშენებლო საქმიანობის გარდა, სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდა. ის იყო ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის და ბრუქსის სკოლის კურატორი, ასევე, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი.

ჰარვარდის უნივერსიტეტში, მან და კიდევ ერთმა,  მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა ავიაკონსრუქტორმა ალექსანდრე ქართველიშვილმა, ჯერ კიდევ 1952 წელს დაიცვეს სადისერტაციო ნაშრომი აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში, რომელი ნაშრომიც შემდგომში შესანიშნავად გამოადგა, სწორედ ჯუმეირასთვის ზღვაში ხელოვნური ნიადაგის შესაქმნელად.

„პალმა ჯუმეირას“ პროექტი მსოფლიოს მერვე საოცრებადაა აღიარებული და მსოფლიოს გავლენიან წრეებში, პირდაპირ ასოცირდება ზალდასტანიშვილის სახელთან. კუნძულების იდეა არაბეთის ერთერთ უმდიდრეს შეიხს ეკუთვნის, რომელმაც პირადად ანდო საკუთარი ოცნების განხორციელება ქართველ ინჟინერს.

ავტორი: ლელა ნინუა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები