რატომ აირჩიეს ემიგრანტებმა „მეტი დეველოპმენტი“?

უკვე მეორე წელია, „მეტი დეველოპმენტი“ ემიგრანტების რჩეული სამშენებლო კომპანიაა და ამას კონკრეტული ციფრები, უფრო სწორად, ფაქტები ადასტურებენ. სანამ ამ ყველაფრის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია თავად მოგითხრობდეთ, საინტერესო იქნება, ემიგრანტებისა და „მეტი დეველოპმენტის“ ურთიერთობაზე საუბარი ცოტა შორიდან დავიწყოთ და ამ ურთიერთობის ისტორიას გადავავლოთ თვალი. მოკლედ რომ ვთქვათ, ამბავი ასეთია – სანამ ემიგრანტები „მეტი დეველოპმენტს“ აირჩევდნენ, მანამდე „მეტი დეველოპმენტმა“ აირჩია ისინი. ამ ამბის ყველაზე საინტერესო და მთავარი ნაწილიც აქ იწყება…

_ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით კი, ემიგრანტები, რომლებიც მოწყვეტილები არიან საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხშირ შემთხვევაში კი, სწორედ საცხოვრებელი ბინის შესაძენად. ჩვენ ასეთი ადამიანებისთვის სპეცშეთავაზებები გვაქვს.  ვცდილობთ, რომ მათ განსაკუთრებული პირობები შევუქმნათ: გავუკეთოთ შიდა უპროცენტო განვადება და ხელი შევუწყოთ საკუთარი მიზნის მიღწევაში.

ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს და როგორი მძიმეა ემიგრაციაში ყოფნა, როგორი რთულია იქ გატარებული თითოეული დღე და რამხელა შრომასთანაა დაკავშირებული ეს ყველაფერი. მათ ძალიან დიდი ძალისხმევის ხარჯზე უწევთ იქ ცხოვრება, რაც გამუდმებული სტრესითაა სავსე. გვინდა, ამ ადამიანებს ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტო არ არიან.

_ კონკრეტულად, როგორია გადახდის პირობები, რომლებიც, თქვენი განმარტებით, ემიგრანტების შემთხვევაში, განსაკუთრებულია?

_ ემიგრანტებისთვის შიდა უპროცენტო განვადების ვადა უფრო გახანგრძლივებულია და გადახდის პირობები მეტად არის მათზე მორგებული. თუ პროექტი 18 თვეში სრულდება და სტანდარტულ შემთხვევაში, კლიენტს სწორედ 18-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ, ემიგრანტებისთვის 24 ან 30-თვიანი განვადება გვაქვს. ამით ისინი მნიშვნელოვან თანხას ზოგავენ. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ, როცა შიდა განვადებას საბანკო განვადება ანაცვლებს, გადასახდელი პროცენტი გაცილებით ნაკლებია. ზოგადად, 10-წლიანი საბანკო განვადებისას ადამიანებს ბინის გაორმაგებული ღირებულების გადახდა უწევთ, ჩვენი შეთავაზებით კი, ეს თანხა ბევრად დაბალია. თუ ჩვენი კლიენტი გარკვეული, თუნდაც, მცირე თანხის წინასწარ შემოტანას შეძლებს, გადახდის პირობები კიდევ უფრო მეტად უმჯობესდება. ზოგჯერ მათ აქვთ დანაზოგი, 3-4 ათასი დოლარი, ან კიდევ უფრო მეტი, ან – ნაკლები. რაც უფრო დიდია პირველადი შემონატანის წილი, საპროცენტო განაკვეთი უფრო ნაკლებია და ჯამური თანხაც იკლებს.

_ ბატონო პაპუნა, სხვა ტიპის შეღავათს ან ბენეფიტს თუ სთავაზობთ ემიგრანტებს?

_ ხშირად გვაქვს აქციები და განსაკუთრებით ვცდილობთ, ჩვენი ემიგრანტების მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ. არაერთხელ გვქონია ისეთი აქცია, რომლის ფარგლებშიც ემიგრანტები, თეთრი კარკასის ფასად, მწვანე კარკასს იძენდნენ. ერთიანი გადახდის შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს სერიოზული შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ: კვადრატულ მეტრზე თანხა 100-150 დოლარით იკლებს.

_ როდის იქცნენ ემიგრანტები „მეტი დეველოპმენტის“ პრიორიტეტად?

_ ზოგადად, ჩვენი კომპანიის პრიორიტეტები ასე ნაწილდება: კლიენტი – თანამშრომელი – დამფუძნებელი. რადგანაც კლიენტებზე ორიენტირებულნი ვართ, ვცდილობთ, რაც შეიძლება ფართო ბაზარი მოვიცვათ. აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდა იდეა, დავკავშირებოდით ჩვენს მოქალაქეებს უცხოეთში, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გაგვეწოდებინა მათთვის დახმარების ხელი და შეგვეთავაზებინა მეტი, ვიდრე, სტანდარტულ შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიები სთავაზობენ. ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა, როდესაც კომპანიას შესწევს უნარი, იზრუნოს თავის მოქალაქეებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისგან შორს არიან. ეს არ გულისხმობს მხოლოდ კონკრეტულ შეთავაზებებს, ამაში, რა თქმა უნდა, ინფორმაციის კარგად მიწოდება და უშუალო ურთიერთობებიც იგულისხმება. ჩვენი გუნდი სწორადაა დატრენინგებული ამ მიმართულებით და ვიცით, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ თითოეულ მათგანს სრულფასოვანი, ამომწურავი ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც ისინი მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას იღებენ.

_ „მეტი დეველოპმენტი“ არის კომპანია, რომელსაც ემიგრანტები ყველაზე მეტად ენდობიან. როგორც ვიცით, მათი ნდობა ყველაზე მეტად გასულ წელსაც სწორედ თქვენმა კომპანიამ დაიმსახურა. თუ შეიძლება განგვიმარტოთ, როგორ აღმოჩნდა „მეტი დეველოპმენტი“ ყველაზე სანდო კომპანია და თქვენი აზრით, რა გახდა ასეთი ნდობის მთავარი მიზეზი?

_ სატელეფონო გამოკითხვის შედეგად, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, გამოკითხული  კომპანიების პასუხებზე დაყრდნობით, აღმოჩნდა, რომ ემიგრანტების ყველაზე მაღალი პროცენტი ჩვენს კომპანიას ირჩევს და ჩვენი კლიენტების უმეტესობაც სწორედ ემიგრანტია.

არავისთვისაა გაუგებარი, რომ ყველა კომპანიას სამუშაო საათები გაწერილი აქვს და თავისუფალი დროც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, თუმცა ჩვენ ემიგრანტებთან ურთიერთობისას განსხვავებული დროის ფაქტორსაც ვითვალისწინებთ. მაგალითად, როცა აშშ-ში დღეა, ჩვენთან უკვე ღამეა, ამიტომ ჩვენი გაყიდვების მენეჯერები არასდროს თიშავენ ტელეფონებს და მზად არიან, ესაუბრონ ჩვენს ემიგრანტ კლიენტებს დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მაშინ, როცა მათ სცალიათ. ძალიან ხშირად ეს ყველაფერი არასამუშაო დროის ხარჯზე ხდება, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები აფასებენ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ როცა ჩვენ შიდა 48-თვიანი უპროცენტო განვადება გამოვაცხადეთ, სხვა ასეთი წინადადება ბაზარზე ცნობილი არ იყო. ეს საშუალებას აძლევდა ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, ბანკში კარგი ისტორიის არმქონეს, ბინის ღირებულების 30% 24 თვეში უპროცენტოდ და უმტკივნეულოდ დაეფარა. თუ მთლიანი თანხის გადახდა სურდათ, 48 თვეში ესეც უპროცენტო განვადებით შეეძლოთ, წინასწარი შენატანით ან მის გარეშე. ეს პირობები მათთვის ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა და ალბათ, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, აერჩიათ „მეტი დეველოპმენტი“.

_ პირადად თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის რას ნიშნავს, იყოთ ემიგრანტების რჩეული კომპანია?

_ უდიდესი პასუხისმგებლობა და სტიმულია, როდესაც ვიღაც შენ გირჩევს, მით უმეტეს, ის, რომელსაც შენი საქმიანობის შედეგი ყველაზე მეტად სჭირდება. ეს გვიორმაგებს მოტივაციას და გვსურს, მათ მივცეთ იმაზე მეტი, ვიდრე ისინი ჩვენგან ელოდებიან.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ და როგორც აღვნიშნეთ, ემიგრანტების ნდობა შარშანაც „მეტი დეველოპმენტმა“ დაიმსახურა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყოველ მომდევნო წელს უფრო და უფრო მეტი ემიგრანტი გვენდობოდეს და უცხოეთში მცხოვრებმა უფრო და უფრო მეტმა ჩვენმა მოქალაქემ იცოდეს, რომ „მეტი დეველოპმენტის“ კომპლექსებში მათ საკუთარი თბილი კერა ელოდებათ.

ძალიან ბევრს ვშრომობთ თითოეული ჩვენი კლიენტისთვის, რათა მათ უფრო კომფორტულ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შეძლონ ცხოვრება. ვცდილობთ, მეტი ხარისხითა და პასუხისმგებლობით შევქმნათ 60%-ით უფრო ენერგოეფექტური ბინები, ინკლუზიური გარემო, გამწვანებული სკვერები, ველობილიკები, შადრევნები და რაც მთავარია, მყუდრო გარემო ჩვენი ოჯახების ბედნიერებისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები