100 სკამი ცის ქვეშ

თუ თქვენ მოგენატრათ თეატრი და მისი ჯადოსნური გარემო, ვაკის პარკის ღია კინოთეატრში,  “კლუბ 33ა”- ში 100 სკამი გელოდებათ, სადაც თქვენი საყვარელი სპექტაკლები, მსახიობები და რეჟისორები დაგხვდებიან. ამის ესახებ ინფორმაციას თავად “კლუბ 33ა” ავრცელებს.

„მოგესალმებით! თუ თქვენ მოგენატრათ თეატრი და მისი ჯადოსნური გარემო🎭ვაკის პარკის ღია კინოთეატრში “კლუბ 33ა”ში 100 სკამი გელოდებათ ,რა თქმა უნდა 2 მეტრიანი დისტანციისა და ყველა წესის დაცვით😇.რაც მთავარია აქ თქვენი საყვარელი სპექტაკლები, მსახიობები და რეჟისორები დაგხვდებიან ,ისინი ხომ პანდემიისთვის შექმნილი რეგულაციების გამო დაცარიელებულ თეატრში ,მაყურებლის გარეშე დარჩნენ . პროექტმა “100 სკამი ცის ქვეშ “ ყველა გააერთიანა და მათი ერთიანი ძალისხმევით თეატრის ჯადოსნურობამ ღია ცის ქვეშ გადმოინაცვლა.“

7 ივლისიდან ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს 22:00 ზე ნახავთ თქვენთვის საყვარელ სხვადასხვა სპექტაკლს :

7 ივლისი (გახსნა) _ მუსიკისა და დრამის თეატრი _ „გაყრა“ _ რეჟისორი: დავით დოიაშვილი

8 ივლისი _ თეატრი ათონელზე „მორალი“ _ რეჟისორი: პაატა ციკოლია

9 ივლისი _ მოზარდ მაყურებელთა თეატრი _ – 18:00სთ. – „გვესტუმრეთ ზღაპართა ქვეყანაში“ / 22:00 სთ – „აურზაური არაფრის გამო“ _ რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი

14 ივლისი _ სოხუმის თეატრი – „იაკიში და პუპჩე“ რეჟისორი – დავით საყვარელიძე

15 ივლისი – რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა _ მურმან ჯინორიას სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“

16 ივლისი – მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი _ „7 პპ“ _ რეჟისორი: ზურაბ გეწაძე

21 ივლისი _ მარჯანიშვილის თეატრი _ „მთვრალი ალუბალი“ _ რეჟისორი : ლევან წულაძე

22 ივლისი _ ილიაუნის თეატრი „რიჩარდ III“ _ რეჟისორი : კახაბერ შარტავა

23 ივლისი _ თოჯინების თეატრი – „საქართველო“ _ რეჟისორი : ნიკოლოზ საბაშვილი

28 ივლისი „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ ვანო ხუციშვილის დამოუკიდებელი პროექტი

29 ივლისი – თავისუფალი თეატრი _ „2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს“ _ რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი

30 ივლისი _ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი _ „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ _ რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე

4 აგვისტო _ „ზიპო“ პაატა ციკოლიას დამოუკიდებელი პროექტი

5 აგვისტო _ ფოთის თეატრი _ „ხრამუნა“ _ რეჟისორი: პაატა ციკოლია

6 აგვისტო _ ცხინვალის თეატრი _ „ჯაყო“ _ რეჟისორი :გოჩა კაპანაძე

11 აგვისტო _ (პროექტის დახურვა) -_ მოძრაობის თეატრი _ „რეჩიტატივი ქალაქში” _ რეჟისორი: კახა ბაკურაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები