სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი შეიქმნება

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით სულიკო ჟღენტის სახელის უკვდავსაყოფად ბათუმში მისი სახელობის კინომუზეუმი შეიქმნება.

მუზეუმში ასახული იქნება ქართული კინოს ისტორია და თანამედროვე კინოხელოვნების განვითარების ტენდენციები.

სულიკო ჟღენტი გახლდათ უდიდესი ქართველი კინოდრამატურგი, თაობების კულტადქცეული, უკვდავი ფილმების სცენარების შემქმნელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, ბათუმისა და ლევიცეს (სლოვაკეთი) საპატიო მოქალაქე. საუკეთესო სცენარების შექმნისათვის მიღებული აქვს სხვადასხვა პრემიები, ის იყო კინოფესტივალების პრემიების ლაურეატი 1970, 1972, 1973 წლებში.

სულიკო ჟღენტი იყო კინოსტუდია “ქართული ფილმის” რედაქტორი, იგი იყო   “ჭიაკოკონა”, “ჯარისკაცის მამა”, “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, “ღიმილის ბიჭები”, “ნერგები”, “ფესვები”, “ბურთი და მოედანი“ „წუთისოფელი“, “რაჭა ჩემი სიყვარულია” და სხვა ფილმების სცენარის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები