Insider-მა ბათუმი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებად დაასახელა 

პოპულარული ამერიკული გამოცემა Insider იმ 15 ტურისტული მიმართულების სიას აქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსით ყველაზე ნაკლებად  დაზარალდნენ და პოსტეპიდემიურ პერიოდში მოგზაურობისათვის უსაფრთხო ადგილს წარმოადგენენ.

” ბათუმი თავისი გასაოცარი პეიზაჟებით, შავი ზღვითა და ცამდე აღმართული მთის მწვერვალებით ყველაზე პოპულარული ზაფხულის მიმართულებაა საქართველოში” – წერს Insider.

გარდა ბათუმისა, გამოცემის სიაში წამყვან ევროპულ ქალაქებთან ერთად თბილისიც მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები