„სიცხეების გამო მთელი ქალაქის ხალხი ეტანება მტკვარს” -როგორ გრილდებოდნენ თბილისელები ძველად

წლებია, მდინარე მტკვარი საბანაოდ აღარ გამოიყენება – უპირველესად მისი ძალიან საშიში შიდა დინებისა და დაბინძურების გამო. თუმცა, თუ გაზეთ “ივერიას” დავუჯერებთ, მე-19 საუკუნეში სიცხისაგან შეწუხებული თბილისელები გასაგრილებლად სწორედ მტკვარს მიაკითხავდნენ ხოლმე. 

„სიცხეების გამო მთელი ქალაქის ხალხი ეტანება მტკვარს და ცივს წყალში ბანაობს გასაგრილებლად.

კიდევ კარგი, რომელთაც ცურვა იციან და არა უჭირთ რა თუნდ შუა წყალშიაც შევიდნენ, მაგრამ ცურვის მცოდნეთა ცქერით წახალისებულნი ისინიც ბანაობენ, რომელთაც ცურვა არ იციან, უმეტესად პატარა ბიჭები, სკოლისა და გემნაზიების მოსწავლენი და ხშირად წყლის მსხვერპლნი ჰხდებიან.

კარგი იქნებოდა, ქალაქის გამგეობას მიექცია ამისთვის ყურადღება და როგორც წარსულ წლებში იყო, დანიშნოს პოლიციელები, რომ ბანაობა დაუშალონ.
ისევ სჯობია იარონ ბანაობისათვის ცალკედ გამართულ საბანაოში, სადაც არც დარჩობის შიშია და არც დიდი გადასახადია დანიშნული“- „ივერია“ 1886 წლის 13 ივნისი.

წყარო: თბილისის მუზეუმების გაერთიანება 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები