„პოლიტიკა არასდროს მაინტერესებდა, არც კი მესმოდა მისი არაფერი”- გეგა კობახიძე დღეს 59 წლის გახდებოდა 

6 ივნისი მსახიობ გეგა კობახიძის დაბადების დღეა – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი 59 წლის გახდებოდა.პირველად კინოში 5 წლისა გადაიღეს ფილმში „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება”. მთავარი როლი შეასრულა ფილმებში – „ლაზარეს თავგადასავალი”. მონაწილეობს ფილმებში: „აურზაური სალხინეთში” , „ჩიტის რძე”, „ის ჩვენთან დარჩეს”, „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა”, „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის” და სხვა. 

1983 წლის 18 ნოემბერს, საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით, 7 ქართველმა  თვითმფრინავი  გაიტაცა; გამტაცებელთა შორის იყო გეგა კობახიძე მეუღლესთან – თინა ფეტვიაშვილთან ერთად. გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე იქორწინეს.

აღსანიშნავია, რომ გეგა კობახიძე შერჩეული იყო როლისთვის თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომლის გადაღება უკვე დამთავრებული იყო, როდესაც გეგა კობახიძემ მეგობრებთან ერთად კომუნისტურ წყობას პროტესტი განუცხადა და 1983 წელს თვითმფრინავის ტრაგედიაც დატრიალდა. ამის შემდეგ „მონანიებაში“ გეგა კობახიძის როლი ამოჭრეს და თორნიკე არავიძე მის მაგივრად მერაბ ნინიძემ ითამაშა.

1984 წლის 3 ოქტომბერს გეგა კობახიძე დახვრიტეს. თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გეგას საკანში ნაპოვნი წერილებიდან:
„პოლიტიკა არასდროს მაინტერესებდა, არც კი მესმოდა მისი არაფერი, მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა ცხოვრებაში – რაც შეიძლებოდა, ღრმად შემესწავლა რელიგია. ვფიქრობდი უკანონო გზებით ამერიკაში მოხვედრას, რადგან კანონიერი გზები აქ ჩემთვის არ არსებობდა და არც ვიცოდი, ოდესმე თუ გამოიძებნებოდა. ბედი თავისას მთავაზობდა და მეც მივდევდი მას. ხოლო მასზე ძლიერი ძალა დედამიწის ზურგზე არ მეგულება და ჯერ არც მსმენია შემთხვევა, ვინმე წინ აღდგომოდეს მას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები