ფორმა, ფერი და ფაქტურა – რჩევები ინტერიერთან ჰარმონიულად შეხამებული ფარდის შესარჩევად

ფარდას, გარდა მისი ფუნქციური დანიშნულებისა, ძალიან დიდი დეკორატიული დატვირთვა აქვს. თითქოს, ერთიანად კრავს და დასრულებულ იერს აძლევს ინტერიერს. რამდენად დახვეწილი და გემოვნებიანიც არ უნდა იყოს თქვენი ოთახი, არასწორად შერჩეულმა ფარდამ, შეიძლება, გამოუსწორებელი შეცდომა დაგაშვებინოთ და თქვენს შრომას ხაზი გადაუსვას, თუმცა პირიქით, ფარდა ინტერიერში არსებულ შეცდომებსაც იდეალურად დაგიფარავთ.  

ფარდის შერჩევა სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით მოგიწევთ: ფორმა, ფერი და ფაქტურა – თითოეულ მათგან კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დიზაინერები გვირჩევენ, ინტერიერის სტილისა და ფერების მიხედვით, როგორ ფარდებზე უნდა შევაჩეროთ არჩევანი.

  1. თუ რენესანსულ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, ზურმუხტისფერი ფარდები, რომლებიც თითქოს კედელს ერწყმიან, თქვენს ოთახს ნამდვილად მდიდრულ იერს მისცემს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა მდიდრული მხოლოდ იერი არაა –  ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ფარდაა.

2. შესაძლოა, ფარდამ გაიმეოროს კედლის დეკორის რომელიმე ელემენტი ისევე, როგორ ამ შემთხვევაში წითელი ფარდა ეხამება კედელზე გამოსახულ ფერად მართკუთხედებს.

3. იატაკის სიგრძის მსუბუქი რომაული ფარდები, რომლებიც მზის სხივს მთლიანად არ ახშობს, თუმცა, გარკვეულწილად “ფილტრავს” მას, გამოგადგებათ, ნაზი, ჰაეროვანი და დახვეწილი გარემოს შესაქმნელად.

4. ფარდა, როგორც დეკორატიული ჩარჩო – თუკი ოთახში ზოლებს იყენებთ, თამამად შეგიძლიათ, იგივე სცადოთ ფარდაზეც, იგი დამატებითი ჩარჩოს ეფექტს მისცემს ფანჯარას და ამავდროულად, ჰარმონიულად შეერწყმება დეკორის სხვა ელემენტებს.

5. ფარდის ტექსტურის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ, რა რაოდენობით დღის სინათლის შემოშვება გნებავთ თქვენს ოთახში. თუ აქცენტი ბუნებრივ განათებაზე მოდის, მსუბუქი, გამჭვირვალე ფარდა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება .

6. ის, რომ თქვენი ოთახის კედლები მუქია, სულაც არ ნიშნავს, რომ მუქ ფარდაზე უარი უნდა თქვათ – იმავე ფერის ან ოდნავ მკვეთრი, თუმცა აუცილებლად განსხვავებული ფაქტურის ფარდა სრულაიდ განსაკუთრებულ ეფექტამდე მიგიყვანთ.

 

7. ხილით ინსპირირებული ფარდები, რომლებსაც თქვენს სახლში ზაფხულის გემო შემოაქვს-  ასეთი ფარდები, როგორც წესი, შედარებით სქელი ნაჭრისაგან მზადდება და ძალზე ეფექტურია სინათლისა და ტემპერატურის კონტროლისთვისაც.

 

8. ამ შემთხევაში, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფერია. ამ თითქოს მძიმე ნაჭრის ფარდებს, რომლებიც შესანიშნავად იცავენ ოთხას არასასურველი სინათლისაგან, ფერისა და ტექსტურის წყალობით, ამავდროულად, საოცრად დახვეწილი იერიც აქვთ.

 

9. ტექნიკური გეომეტრია – იმისათვის, რომ ეს არჩევანი გამართლებულად ჩაითვალოს, თქვენი ოთახის კედლები მაქსიმალურად სადა და ღია ფერში უნდა იყოს გადაწყვეტილი, ასევე, აუცილებელია, ფარდამ ოთახში არსებული სხვა ნივთების ტონები გაიმეოროს.

 

10. ეს სახლი მანჰეტენზე მდებარეობს და სხვადასხვა სტილის სინთეზის საინტერესო მაგალითს წარმოადგენს. ნაზი, ყვავილებიანი ავეჯი და თეთრი კედლები, თითქოს კომპენსირებული მე-18 საუკუნის როკოკოს სტილის მდიდრული ფარდებით. თუმცა, აქ ფრთხილად უნდა იყოთ – სტილებთან თამაში გამოცდილი  დიზაინერებისთვისაც კი ცეცხლთან თამაშს ჰგავს.

 

11. მუქი დეკორი ბოლო წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია – თუკი ამ სილს ირჩევთ, სქელი აბრეშუმის ფარდა მცირედი ორნამენტებით ნამდვილად იქნება თვენი დახვეწილი გემოვნების გამოვლინება.

 

12. სამუშაო ოთახის ეს ფარდა გასული საუკუნეების ფრანგულ სტილს წარმოადგენს, თუ ძველებური ინტერიერი მოგწონთ, ოქროსფერი, გამჭვირვალე ქსოვილი და შუაში გაყოფილი განლაგება ამ ეფექტის მიღწევაში კიდევ უფრო დაგეხმარებათ.

 

13. ცისფრისა და კრემისფრის კომბინაცია ინტერიერში საკმაოდ ცნობილი და  არახალი ტრენდია, ეს შეხამება მე-18 საუკუნიდან აქტუალობას არ კარგავს. თუ დიზაინერებს დავუჯერებთ, მყუდრო გარემო ერთ-ერთი რეცეპტი სწორედ ეს ფერებია .

და ბოლოს, თუკი ზუსტად ვერ მიხვდით, რა ტონის ფარდა შეიძლება მოუხდეს თქვენს ინტერიერს, შეგიძლიათ, ამ გზამკვლევით იხელმძღვანელოთ:

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები