მინდა ყველამ გაიგოს სად არის საქართველო

საქართველოს კალათბურთის ნაკრების ლიდერმა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ინსტაგრამ გვერდ „unguarded_bball“ ინტერვიუ მისცა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც მას მოტივაციას აძლევს.

“ბევრი რაღაც არის, რაც მოტივაციას მაძლევს, მაგრამ ჩემთვის მთავარი სამი ფაქტორია – ღმერთი, სამშობლო და ოჯახი. როცა პატარა ვიყავი, მამაჩემს ჩემთვის ნათქვამი აქვს: როცა სახლიდან გადიხარ შენ ოჯახს წარადგენ და ქვეყნიდან როცა გადიხარ – ქვეყანას. როცა საქართველოდან გამოსული ვარ, მინდა ყველამ გაიგოს სად არის საქართველო. მინდა, რომ წარვადგინო ჩემი ქვეყანა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კლუბში ვითამაშებ, მე ჩემსას მაინც გავაკეთებ” – განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები