ქართული წვენი ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული წვენი “კამპა” ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა.

სააგენტოს ხელშეწყობით კომპანიამ ჩინელ პარტნიორებთან ბიზნესკავშირები ჩინეთის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე China Import Expo დაამყარა, ხოლო აზერბაიჯანელ შემსყიდველებთან მოლაპარაკებები Gulfood 2020 შედგა, რომელიც 2020 წლის თებერვალში ქ. დუბაიში გაიმართა.

ქართულმა კომპანიამ 20 ათასი ლიტრი წვენის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში, ხოლო ჩინეთში 3 კონტეინერი გაიგზავნა და ასევე, დაგეგმილია ივნისის დასაწყისში დამატებითი 3 კონტეინერის ექსპორტზე გატანა.

ამ ეტაპზე, ქართული კომპანია მოლაპარაკებებს კატართან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2017 წელს შეიქმნა, ხოლო „კამპა“ – ქართული კომპანიაა, რომელიც ცნობილია ნატურალური წვენებითა და ნექტარებით. 2008 წლიდან წვენის მწარმოებელი საწარმო საგურამოში ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები