„მე ჯარისკაცი ვარ და ჩემი თავი, ჩემი თითოეული გამარჯვება სამშობლოსია”

ჩვენი საამაყო ჯარისკაცი – ნოდარ კუტიბაშვილი, ზედმეტ სახელად “FIRE”.

III ქვეითი ბრიგადის კაპრალ სპეციალისტი, მოკრივე, ასევე საქართველოს პროფესიონალური კრივის წევრი.

საქართველოს ჩემპიონი და სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებული!!!

ასევე,  მოგებული აქვს ბრძოლა წესების გარეშე, იაპონიის ტურნირი.

როდესაც მას ჰკითხეს  ვის უძღვნიდა თითოეულ გამარჯვებას, მან უპასუხა – “საქართველოს, მე ჯარისკაცი ვარ და ჩემი თავი, ჩემი თითოეული გამარჯვება სამშობლოსია”

ახლა ნოდარი დიდი ბრძოლისთვის ემზადება. ახლო მომავალში საქართველო – თურქეთის ბრძოლა შედგება, ყველა დიდი მოლოდინით ელოდება ამ შეხვედრას და ყველას დიდი იმედი აქვს, რომ ჩვენი ცეცხლი  ოსმალთა მოჩხუბარს იოლად დაამარცხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები