“დეკანტერი” საქართველოს შესახებ წერს 

დეკანტერი” – მსოფლიოში ღვინის საუკეთესო ჟურნალი 2020 წლის ივნისის გამოცემაში ქართული ღვინის, ტურიზმისა და კულტურის შესახებ წერს.

საქართველოს შესახებ მომზადებულ ვრცელ სტატიას ჟურნალში 6 გვერდი ეთმობა და იგი მოიცავს ქართული ღვინის ისტორიასა და დღევანდელობას, უნიკალური ჯიშებსა და დაყენების განსაკუთრებულ მეთოდებს. გამოცემა მკითხველს ქართულ საოჯახო მარნებსაც აცნობს.

გარდა ღვინისა, სტატიაში მიმოხილულია ქვეყნის ტურისტული მნიშვნელობის მქონე ობიექტები და საქართვლოს გასტრონომიული კულტურა, განსაკუთრებული  ყურადღება კი ქართულ პოლიფონიასა და ცეკვას ეთმობა.

ჟურნალი გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 40 000-იანი ტირაჟით გამოდის

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები