საქართველო მოგზაურობისთვის უსაფრთხო 8 ქვეყანას შორისაა

ისრაელის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ ახლა დაასახელა ქვეყნები, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს. სულ 8 ქვეყანაა! ამ რვა ქვეყანაში ერთ – ერთი საქართველოა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია ავრცელებს.

„ისრაელის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ ახლა დაასახელა ქვეყნები, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს. სულ 8 ქვეყანაა!

საქართველოს ამ სიაში ყოფნა, უდავოდ, ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობის და ყველაზე მთავარი – ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა! ასე გავაგრძელოთ ერთობით და ერთსულოვნებით და სხვა ბევრ კარგ შედეგს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის!“ – წერს ლაშა ჟვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები