ახალი ამბები სლაიდერი ტურიზმი

“საქართველოს შეუძლია დაიპყროს ტურისტული მსოფლიო ბაზარი. ეს მისთვის ცხოვრების საჩუქარია”

ერთ-ერთ რუსულ ვებსაიტზე სტატია გამოქვეყნდა საქართველოზე  – „საქართველო მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიისთვის ძლიერ დარტყმას ამზადებს“

„ვინ იფიქრებდა, რომ ნამცეცივით პატარა საქართველო, სადაც მხოლოდ 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სხვაზე ადრე გაუმკლავდებოდა კორონავირუსს. უკვე მაისის დასაწყისში მთავრობამ ჩაიფიქრა ტურიზმს განახლება. 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს ხსნის უცხოელი ტურისტებისთვის და ეს იქნება დიდი დარტყმა სხვა ქვეყნების ტურისტული ბიზნესისთვის.“

სტატიაში ავტორი წერს, რომ ქვეყანა დღესაც მზად არის მიიღოს იმაზე მეტი ტურისტი, ვიდრე საქართველოს მთლიანი მოსახლეობაა.

„სანამ სხვები ნიღბებით დადიან, საქართველოში ტურისტული სეზონის გახსნის მეთოდებს ამუშავებენ. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს განსაკუთრებული სეზონი იქნება. უძველეს ციხე-სიმაგრეებს, აგროტურიზმს, ღვინის დეგუსტაციას, მინერალურ წყაროებს და ზღვაზე დასვენებას წელს ბევრი ახალი რამ დაემატება. წელს სქართველო უსაფრთხო ქვეყანა იქნება.

მთავარი კი ისაა, რომ საქართველო სერიოზულად შეავიწროებს მსოფლიო ტურიზმის გრანდებს – ესპანეთს, იტალიას, თურქეთს, საფრანგეთს  – და დაიპყრობს ახალ ბაზრებს.

თუ საქართველოს ეს გამოუვიდა, ის არა მხოლოდ გადააჭარბებს წინა წლის რეკორდს, არამედ მას სერიოზულად გააუმჯობესებს.“ – წერია სტატიაში.

სხვა სიახლეები

პარიზში მოღვაწე “კინოთი მოწამლული” ემიგრანტი, ანუ “სახლში ყველაზე უკეთესია…”

Editor

ქართული რესტორანი „კარგი გოგო“ – ამერიკელი წყვილის ახდენილი ოცნება აშშ-ში

Editor

საქართველო ტრენტოს 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მასპინძელი ქვეყანა იქნება  

Editor

საქართველო ვაშინგტონში “Winternational Embassy Showcase”-ში მონაწილეობდა

Editor

“როგორ მოიპარა საქართველომ ჩვენი გულები?”

Editor

შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე სანდრო თიგიშვილი მასტერკლასს ჩაატარებს

Editor