როგორ გამოიყურება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტიპური საცხოვრებელი სახლი

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ადამიანის შესაძლებლობებისა და იარაღების განვითარებასთან ერთად, მისი საცხოვრებელიც იცვლებოდა: გამოქვაბულიდან ნეოლითის ხანის ქოხამდე თუ რომაული სასახლეებიდან თანამედროვე ვილამდე. შედეგად მივიღეთ სახლების არქიტექტურის მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისა და კულტურის მიხედვით განსხვავდება. ბევრი სახლი უკვე ისტორიის საკუთრებად იქცა და მხოლოდ კულტურული დანიშნულებით თუ გამოიყენება – თუმცა არაერთი მათგანს პირვანდელი ფუნქცია ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს:

ტუნისი – გამოქვაბულის სახლი, რომელიც საუკეთესო დაცვას წარმოადგენს აფრიკული მზისა და უდაბნოს ქარისაგან. დღესდღეობით მრავალი მათგანი უნიკალურ სასტუმროდაა ქცეული.

Different Types of Houses Around the World

სამხრეთ აფრიკა – მომრგვალო, ერთგანყოფილებიანი სახლი, რომელიც, როგორ წესი, ადგილობრივი მასალით შენდებოდა.  დღეს ეს ნაგებობა განსაკუთრებით პოპულარულია ცხოვრების ეკოლოგიური წესით დაინეტერსებული ადამიანებისათვის, მათთვის, ვინც სივრცესა და ენერგიას ზოგავს.

Different Types of Houses Around the World

სამხრეთ აზიაში, სადაც ძლიერი წვიმა არც თუ იშვიათია, მსგავს სახლებს ხშირად აღმოაჩენთ. მათი მთავარი ფუნქცია წყალდიდობისაგან და ქვეწარმავლებისაგან ეფექტური თავდაცვაა.

Stilt Houses, Cambodia | south | Flickr

ყირგიზეთი – ცენტრალური აზია. იურტები – პორტატული კარვებს, რომლებიც ტრადიციულად ცხოველთა ტყავსაგან იკერებოდა, საუკუნეების განმავლობაში  შუა აზიის მომთაბარე ტომები იყენებდნენ.

Different Types of Houses Around the World

მიწისქვეშა სახლები ავსტრალიაში ნამდვილი ოაზისია ადგილობრივი სიცხისა და შტორმებისაგან თავის დასაღწევად. მიწისქვეშ ავსტრალიაში არა მხოლოდ სახლები, არამედ ეკლესიები და სკოლებიც კი ჰქონდათ განთავსებული.

Different Types of Houses Around the World

ყველასათვის ცნობილ იგლუს კი მუდმივი საცხოვრებლის დანიშნულება არ ჰქონია, თუმცა მას მაინც ძალიან აქტიურად იყენებდნენ, როგორც დროებით თავშესაფარს. იგლუ თოვლისგანაა აშენებული და სიცივისაგან დაცვის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. დღესდღეობით იგლუების ხილვა კანადის ჩრდილოეთ რეგიონებში კვლავ შესაძლებელია.

Different Types of Houses Around the World

ჰონაი ინდონეზიის ცენტრალური, მთიანი ნაწილის ტრადიციული სახლია. სახლის სახურავები დამზადებულია პალმის ფოთლებისგან, ხოლო შიდა კედლები იზოლირებულია ნაქსოვი ბამბუკით. სახლი დაახლოებით 4-6 მეტრის დიამეტრისა და 5-7 მეტრი სიმაღლისაა. თუმცა, მიუხედავად მცირე ზომისა, მასში ჩვეულებრივ 5-10 ადამიანი თავსდება.

Honai, traditional House Papua | Unique, Exotic, Funny and More

 

ჰანოკი არის ტრადიციული კორეული სახლი, რომელიც წარმოიშვა მე -14 საუკუნეში ჟოსონის დინასტიის დროს. იდეალური ჰანოკის ასაშენებლად მთავარი სწორი ლოკაცია იყო, რომელსაც მშენებლები გულდასმით არჩევდნენ. მთავარი კრიტერიუმი კი სახლის უკან – მთა, წინ კი მდინარე გახლდათ.

Traditional Korean House - Hanok

მასია კატალონიაში გავრცელებული ტრადიციული სახლია. სტრუქტურისა და ექსტერიერის მიხედვით, ის აშკარად ენათესავება რომაულ ვილას. ამ დიდ, იზოლირებულ შენობებს სულ ცოტა ორი სართული მაინც აქვს და სიმაღლით დაახლოებით ხუთ მეტრს აღწევს. ძირითადი კორპუსის ასაშენებლად დაუმუშავაბელი ქვა გამოიყენება, ფანჯრებისა და თაღების ამგები ქვა კი ყოველთვის მოპირკეთებულია.

Typical Houses From Ten Countries All Over The World | IDAAF

ტორფის სახლების მშენებლობის ტრადიცია ისლანდიაში მე-9 საუკუნიდან იღებს სათავეს.  იგი შესანიშნავად ესადაგება ადგილობროვ კლიმატს. მიწისა და ბალახის საფარი კი ეხმარება სახლს მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებაში.

ტონგკონანი ინდონეზიაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის წარმომაგენლებში – ტორაჯებში გავრცელებული ტრადიციული სახლია. ტონგკონანის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი ნავის ფორმა და უნაგირისმაგვარი სახურავია, რომლის წვერიც მკვეთრად ზემოთაა მიმართული. შთამბეჭდავ სახურავთან შედარებით, შიდა სივრცე საკმაოდ პატარაა და ფანჯრების სიმცირის გამო ნაკლებად განათებულიც.

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები