ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი საერთაშორისო ფესტივალზე მოხვდა

ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი „New Look for Lion“ საფრანგეთის ქალაქ ანსიში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში მოხვდა.

მულტფილმი მოგვითხრობს ლომის ისტორიას, რომელიც წვეულებისათვის ახალი იდეალური ვარცხნილობის ძებნაშია და რომელმაც ქალაქის ყველა დალაქი უშედეგოდ მოიარა.

ფესტივალი ანსიში (Festival international du film d’animation d’Annecy) 15-დან 30 ივნისამდე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები