მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ეზო – ზაქარიაძის #3

აგერ, მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ეზო, ქალაქი, ქვეყანა, ბუნება – საბურთალოზე, ზაქარიაძის 3-ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებმა მთელი ეზო საკუთარი ძალებით გაამწვანეს. ფიგურებითაც გაალამაზეს იქაურობა და ავტოფარეხებისა და სადარბაზოების შესასვლელებიც მორთეს.

“ამ საქმეში დიდი წვლილი ამხანაგობის თავმჯდომარეს შეუტანია.

მოკლედ, ბუნებაზე, ეზოსა და ქვეყანაზე ზრუნვა სადღეგრძელოებითა და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით და წუწუნით არ გამოდის. ხელების დაკაპიწებაა საჭირო.

დიდი მადლობა ამ კორპუსის მაცხოვრებლებს ასეთი სილამაზისთვის.

დიახ, სახლი ეზოდან იწყება!”  – წერს თავის ფეისბუქ გვერდზე გოგა ჩანადირი და ფოტოებსაც აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.