2 წლის ანდრიამ კორონავირუსი დაამარცხა 

კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებული 2 წლის ანდრიას შესახებ ბიჭის დედა, ნინო პაპავა სოციალურ ქსელში ფოტოსა და წერილს აქვეყნებს. ფოტო  ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმებთან ერთად იმ დროსაა გადაღებული, როცა განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. 3 მაისს კი ანდრიამ ბოჭორიშვილის კლინიკა დატოვა. 

პატარა ანდრიას გასაჯაროების მიზანი არის, პირველ რიგში, ჩემი მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაგვეხმარა ამ ყველაფრის გადატანაში. ასევე მინდა იმ ადამიანების გამხნევება, ვინც ბრძოლაშია ამ ვირუსთან. თქვენ ამას შეძლებთ იმიტომ, რომ ჩემმა 2 წლის ბიჭმა შეძლო. აუცილებლად თქვენც გამოგივათ ყველაფერი  იმიტომ, რომ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს ძალიან გამბედავი, ჰუმანური და მშრომელი მედ-პერსონალი.

ვირუსი არ არის მითი, ის ნამდვილად არსებობს,  ჩვენს შორისაა, რომ ვერ წარმოვიდგენთ, ისე ახლოს… არ გვინდა ამდენი ნეგატივი და ქილიკი ამ თემაზე. უბრალოდ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მხოლოდ პოზიტიური ენერგია გადავცეთ. ასე უფრო მარტივად დავამარცხებთ ამ ვირუსს” – წერს ნანა პაპავა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები