საქართველოს კულინარიული რუკა TasteAtlas-ზე  – თქვენ რომელ კერძებს დაამატებდით ?

TasteAtslas არის მსოფლიო კულინარიული პროექტი, რომელიც ათობით ქვეყნის 10 000-მდე რეცეპტს აერთიანებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართული კერძებიცაა

პროექტის მიზანია, გადაარჩინოს და თაობებს შემოუნახოს უძველესი ტრადიციული რეცეპტები.

“ჩვენი მისიაა, დავაზუსტოთ მსოფლიოს კერძები და ინგრედიენტები, გადავარჩინოთ ბებიების ტრადიციული რეცეპტები დავიწყებასა და წავახალისოთ მოგზაურები, რომ გაეცნონ სხვადასხვა კულტურის მაღალი ხარისხის, ავთენტურ, ადგილობრივ კერძებს.”

საქართველო კულინარიულ რუკაზე ათობით კერძია დატანილი, თითოეულ მათგანს კი რეცეპტი ახლავს თან.  გარდა ამისა, გამოცემა კერძების რეიტინგსაც გვთავაზობს, სადაც პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ხაჭაპური, ხინკალი,ხარჩო, ლობიო და მწვადი. TasteAtlas-ზე ქართული ღვინოების რეიტინგსაც შეხვდებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები