“მიზეზი მაქვს და მინდა სიყვარული აგიხსნათ, გითხრათ, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ!!!”

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 44 დღიანი მკურნალობის და დიდი სტრესის გადატანის შემდეგ, ზურა გეგენავა ოჯახთან ერთად, შინ სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა. ამის შესახებ ის ინფორმაციას თავის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

„ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ნათესავებო, მეგობრებო, თანამშრომლებო, ახლობლებო, ნაცნობებო და უცნობებო. მიზეზი მაქვს და მინდა სიყვარული აგიხსნათ, გითხრათ, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ!!!

მე და მთელი ჩემი ოჯახი: მეუღლე და ორი შვილი დაავადებული ვიყავით COVID19-ით. ვმკურნალობდით ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც 44 დღის განმავლობაში ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ…

დღეს ჩვენ სახლში ვართ სრულიად ჯანმრთელები.

ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცე ჩვენი ექიმების უდიდესი პასუხისმგებლობა და მაღალი პროფესიონალიზმი. ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა მთელ მედ პერსონალს, ვინც ჩვენს გადასარჩენად იბრძოდა.

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა პაციენტს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხაზზე იყო და გვამხნევებდა.

თავს გაუფრთხილდით, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

დიდი სიკეთით და სიყვარულით დარჩით სახლში

ზურაბ გეგენავა.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები