გერმანელი ვირუსოლოგების მოსაზრებებს ინფექციონისტი თიკო ქორიძე გვიზიარებს

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია? – „Deutsche Welle“ – ს მიერ შეგროვებულ გერმანელი ვირუსოლოგების მოსაზრებებს ექიმი – ინფექციონისტი თიკო ქორიძე თავის ფეისბუქ გვერდზე  გვიზიარებს.

„როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია? სტატიას ამ სათაურით „Deutsche Welle“ აქვეყნებს.

გამოცემის ჟურნალისტებმა გერმანელი ვირუსოლოგების მოსაზრებები შეაგროვეს. ირკვევა, რომ ვირუსოლოგების აზრით, დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსოფლიოში კიდევ 1 წელი იმოქმედებს. საუბარი პირველ რიგში სოციალური დისტანციის დაცვაზეა.

ვირუსზე სწრაფი გამარჯვების მთავარ ფაქტორად სპეციალისტები ვაქცინის შექმნას მიიჩნევენ. ვირუსოლოგ კრისტიან დროსტენის თქმით, 2-3 პრეპარატი უკვე მომავალ წელს შეიძლება იყოს გამოყენებული. მისივე თქმით, ზაფხულში, ტემპერატურის მატებასთან ვითარება შემსუბუქდება, თუმცა ზამთარში ვირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი.

ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ნაკლებად პოზიტიური პროგნოზი აქვს აივის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორს ჰენდრიკ შტრეკს.

„ნებისმიერი წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ვაქცინა გვექნება არასერიოზულია, იმიტომ რომ ეს უბრალოდ არ ვიცით. უამრავი ვირუსი არსებობს, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა წლების განმავლობაში ვეძებთ და დღემდე ვერ შევქმენით“, – ამბობს შტრეკი.

მან პანდემიის ხანგრძლივობის პროგნოზი იმ შემთხვევისთვის გააკეთა, თუ პრეპარატის შემქნა ვერ მოხერხდება. შტრეკი პარადოქსის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ რაც უფრო კარგად მოხდება კორონავირუსის გავრცელების პრევენცია, მით მეტი დრო დასჭირდება მოსახლეობას კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის და პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები